ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი გაეროს აკრიტიკებს


ავღანეთის მმართველმა თალიბანმა გაერო გააკრიტიკა იმის გამო, რომ გადაიდო გადაწყვეტილების მიღება საკითხზე, თუ მსოფლიო ორგანიზაციაში ქვეყანა ვინ უნდა წარმოადგინოს.

გაეროში თალიბანის მუდმივ წარმომადგენლად დანიშნულმა სუჰაილ შაჰინმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა: „ეს გადაწყვეტილება არ ეფუძნება კანონიერ წესებს და სამართალს, რადგან მათ ავღანელ ხალხს კანონიერი უფლება ჩამოართვეს“.

ოთხშაბათს, გაეროს სამანდატო კომიტეტმა, რომელიც ყოველი წევრი ქვეყნის წარმომადგენლობას ამტკიცებს, თალიბანის და მიანმარის მმართველი სამხედრო ხუნტის თხოვნით, დახურულ კარს მიღმა ჩაატარა მსჯელობა იმ მთავრობების დესპანების ჩანაცვლების საკითხზე, რომლებიც ამ ორმა სუბიექტმა დაამხო.

გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თალიბანს და მიანმარის ხუნტას, ამ დროისთვის თავისი ქვეყნების წარმოდგენის უფლება არ მიეცემა.

ამ ორ რეჟიმს საერთაშორისო აღიარება არ მიუღია, რადგან მათ მთელ მსოფლიოში გარიყულად მიიჩნევენ.

საერთაშორისო საზოგადოება თალიბანზე წნეხს ახორციელებს, რათა მათ ჩართულობის მქონე მთავრობა ჩამოაყალიბონ და ქალების და უმცირესობების უფლებები დაიცვან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG