ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"თალიბანის" ლიდერი: ავღანეთში ამერიკის ჯარების გაგზვანა "შეცდომაა"


დაჯგუფება „თალიბანის“ ავღანეთს მეთაური აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ავღანეთში დანაყოფების გაზრდის შემთხვევაში შეცდომას დაუშვებს და რომ დაჯგუფების წევრები იბრძოლებენ მანამ, სანამ „არალეგალური ოკუპაცია“ არ დასრულდება.

ეს განცხადება დაჯგუფების ლიდერმა მაულავი ჰაიბატულა ახუნზადამ მუსლიმური დღესასწაულის წინ გააკეთა, რომელიც ერთთვიანი რამადანის დასრულებას აღნიშნავს.

დაჯგუფების ლიდერმა ავღანეთში მშვიდობის პროცესის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ნატოს ძალები დაასახელა.

შეერთებული შტატების სამხედროების გათვლებით, ავღანეთის მთავრობა მხოლოდ ქვეყნის 60 პროცენტს აკონტროლებს. ავღანეთის სამხედრო ძალების მხარდასაჭერად ამერიკა დამატების სამხედროებს გაგზავნის. ამჯერად ავღანეთში სულ 8400 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG