ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ცნობით, სირიელ ლტოლვილთა მნიშვნელოვანი რაოდენობა შინ ბრუნდება


გაეროს შეფასებით, წლის დასაწყისიდან, თითქმის ნახევარი მილიონი იძულებით გადაადგილებული სირიელი საკუთარ სახლს, მეტწილად ქონების და ნათესავების სანახავად დაუბრუნდა.

დღეს, გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ გამოაცხადა, რომ წელს, „სპონტანური დაბრუნების შესამჩნევი ტენდენცია“ დაინახა და მისი შეფასებით ქვეყნის შიგნით გადაადგილებული 440 ათასი სირიელი და ქვეყნის გარეთ გასული 31 ათასი ლტოლვილი საკუთარ სახლს დაუბრუნდა.

სააგენტოს წარმომადგენელმა ანდრეი მაჰეჩიჩმა, ჟენევაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს მნიშვნელოვანი ტენდენცია და მნიშვნელოვანი ციფრია, თუმცა თქვა, რომ დაბრუნებულები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ, დაახლოებით 5 მილიონი ლტოლვილისა, ვინც ქვეყნიდან გაიქცა.

სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყებიდან, 320 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG