ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში გაეროს სამშვიდობოების ხელმძღვანელი ჰარვე ლადსუსი აცხადებს, რომ მთავრობას ქალაქებში კვლავ მძიმე შეიარაღება აქვს თავმოყრილი. ამასთან, მან დასძინა, რომ როგორც მთავრობის ძალები, ისე ოპოზიცია, გაეროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ.

ბატონი ლადსუსის განცხადებით, 24 დამკვირვებელის მონაცემების თანახმად, ადგილი აქვს მძიმე შეიარაღების განლაგებას სხვადასხვა ქალაქებში. ეს კი არღვევს კოფი ანანის შუამდგომლობით მიღწეულ შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG