ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში გაეროს უფრო მეტი დამკვირვებელი იწყებს ჩასვლას. ამავდროულად ოპოზიციის ინფორმაციით, შეტაკების დროს 23 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ლონდონში მოქმედი სირის უფლებათა დაცვის ცენტრი იუწყება. მათი თქმით, დღეს ამბოხებულებმა 12 ჯარისკაცი მოკლეს. შეტაკება ჩრდილო-აღმოსავლეთში, დეირ-ეზორის პროვინციაში მოხდა. ასევე სამთავრობო ძალების მხრიდან საპასუხო ცეცხლის შედეგად ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. შეტაკებები გრძელდება იდლიბის პროვინციაშიც, სადაც საარტილერიო დაბომბვის დროს 10 ადამიაანი მოკვდა. ამ ინფორმაციების გადამოწმება არ ხერხდება. სირიაში გაერიოს დამკვირვებელთა მისია 30 კაცამდე გაიზრდება. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის განლაგდება ქვეყანაში 300 კაციანი კონტინგენტი, რომელთა გაგზავნის შესახებ გაეროს უშიშროების სსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG