ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ მანბიჯს აკონტროლებენ


სირიის მთავრობის წარმომადგენლებმა პარასკევს განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ამბობენ, რომ სამთავრობო ძალებმა დაიკავეს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მანბიჯის ძირითადი ტერიტორიები. სირიის არმია ამბობს, რომ ქალაქში ყველა მოქალაქისა და სხვების უსაფრთხოებაც გარანტირებულია.

სირიელი ქურთების "სახალხო დაცვის დანაყოფებმა" ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას მოუწოდეს ამ ქალაქზე კონტროლის აღებისკენ, რათა ეს უკანასკნელი თურქეთის თავდასხმისგან დაიცვან. რუსეთმა მოვლენათა ასეთი განვითარებით კმაყოფილება გამოთქვა და ოფიციალურ განცხადებებში თქვა, რომ სირიის მთავრობის მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნება "დადებითი ტენდენციაა".

სირიელი ქურთები შიშობენ, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალების სირიიდან გასვლის შემდეგ, თურქეთი დანაპირებს შეასრულებს და ქურთებზე იერიშს მიიტანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG