ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებს ომის დაწყება არ უნდათ


ბოლო გამოკითხები ადასტურებს, რომ ამერიკაში მოსახლეობის უმრავლესობა სირიაში საომარ ქმედებებს მხარს არ უჭერს

შეერთებულ შტატებში ერთდროულად რამდენიმე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა გამოქვეყნდა. „ვაშინგტონ პოსტის“, „ეი-ბი-სის“ და პიუს კვლევითი ცენტრის მონაცემებით დასტურდება, რომ შეერთებული შტატების მოსახლეობის უმრავლესობას სირიაში ომის დაწყება არ სურს.

„ვაშინგტონ პოსტის“ და „ეი-ბი-სის“ მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 59 პროცენტი სირიაზე სარაკეტო იერიშის მიტანას ეწინააღმდეგება. ომის დაწყებას მოსახლეობის მხოლოდ 36 პროცენტი ემხრობა. საინტერესო დეტალი: მოწინააღმდეგეთა მონაცემი 10 პროცენტით იზრდება, თუკი შეერთებული შტატების იერიშს სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

„პიუს“ კვლევითი ცენტრის მონაცემებიც თითქმის ანალოგიურად გამოიყურება. მოწინააღმდეგეთა რიცხვი მხარდამჭერთა რაოდენობას 19 პროცენტით აღემატება. გამოკითხვებში, რომელიც 29 აგვისტოს დაიწყო და 1 სექტემბერს დასრულდა, საშუალოდ 1 000 ადამიანი მონაწილეობდა. ცდომილების კოეფიციენტი პლიუს-მინუს 3.5 პროცენტს შეადგენს.
XS
SM
MD
LG