ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის კრიზისი - გაეროს ასამბლეის მთავარი თემა


გაერო ირანის ბირთვული ამბიციების შესახებ და ისრაელის საკითხებზეც იმსჯელებს

გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის განცხადებით, გენერალურ ასამბლეაზე მთავარი საკითხი სირიის კრიზისი იქნება. მისი თქმით, ქვეყანაში 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მილიონი სირიელი გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

25 სექტემბერს, ნიუ იორკში გაეროს მორიგი ყოველწლიური ასამბლეა იხსნება. უმაღლესი დონის წარმომადგენლობით სესიებში მონაწილეობას 120 სახელმწიფოს მეთაური და დელეგაცია მიიღებს. სირიის საკითხების გარდა, გაერო ირანის ბირთვული ამბიციების შესახებ და ისრაელის საკითხებზეც იმსჯელებს. ამ თემას სპეციალური შეხვედრა დაეთმობა, რომელშიც მონაწილეობას უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები და გერმანია მიიღებს.
XS
SM
MD
LG