ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალეპოს კვლავ ბომბავენ


სირიაში ვითარების ესკალაცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ამ ქვეყნის საკითხის განხილვას დაემთხვა

სირიის ოპოზიციის განცხადებით, სამთავრობო ძალების თვითმფრინავებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ალეპო, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა.

ოპოზიციის ინფორმაციით, საჰერო დაბომბვის დროს ალეპოს სამხრეთ გარეუბანში ორი შენობა დაინგრა. ამასობაში, სირიის ინფორმაციის მინისტრმა, ომრან ალ-ზოაბიმ განაცხადა, რომ მეამბოხეებს სულ ცოტა ხანში საბოლოოდ დაამარცხებენ.

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას" მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს ქალაქ ჰომსში საარტილერიო დაბომბვის შედეგად ცაში ავარდნილი კვამლის სვეტი.

სირიაში ვითარების ესკალაცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ამ ქვეყნის საკითხის განხილვას დაემთხვა, როდესაც ამ ორგანიზაციის წინაშე ანგარიშით წარსდგება არაბული ლიგის და გაეროს ერთობლივი წარმომადგენელი სირიაში, ლახდარ ბრაჰიმი.
XS
SM
MD
LG