ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის დროს დანგრეული სირიის სკოლები


გაეროს მეთვალყურეების ინფორმაციით ასობით ათასი სირიელი მოსწავლე სკოლის გარეშეა დარჩენილი. ომმა ქვეყანაში სკოლების ნგრევა გამოიწვია

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდის ცნობით სირიაში მიმდინარე თითქმის ორწლიანმა საომარმა მოქმედებებმა დამანგრეველი ზიანი მიაყენა განათლების სისტემას. დანგრეული სკოლების გამო ბავშვები სკოლაში ვერ დადიან.

ორგანიზაცია „ უნისეფის“ პრეს სპიკერი მერიქ მერკადო აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით, სკოლების ერთი მეხუთედი - დაახლოვებით 2400 დაზიანებულია, ხოლო 1500-ზე მეტი თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს.

„მისი განცხადებით, იმ ქალაქებში, სადაც კონფლიქტი უფრო ინტენსიური იყო, ბავშვებს თითქმის ორი წელია არ უვლიათ სკოლაში. დასწრება 6%-მდე დავიდა ალეპოში, 38%-მდე იდლიბში და 70%-მდე დარააში. ზოგიერთი სკოლაში კვირაში მხოლოდ ორჯერ ცხადდება. რაიონებში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები არიან განთავსებული, როგორიცაა ქალაქი ჰომსი, იქ საკლასო ოთახები გადაჭედილია, ზოგჯერ კლასში ერთდროულად 100 მოსწავლე ზის.“

მერკადო ამბობს, რომ კონფლიქტის დროს 100-ზე მეტი პედაგოგი და სკოლის თანამშრომელი დაიღუპა, ზოგიერთი კი სამსახურში არ გამოცხადებულა. ის ასევე ამბობს, რომ სკოლის ზოგიერთი შენობა სამხედრო მიზნებისთვისაც გამოიყენეს.

თუმცა ამის მიუხედავად მერკადოს განცხადებით, სირიელებს უნდათ რომ ბავშვები სკოლაში დადიოდნენ.

„გამოკითხვამ აჩვენა, რომ სირიელი ოჯახებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას. ზოგიერთმა მშობელმა ეს პრიორიტეტებში პირველ საკითხად დაასახელა. თუმცა, ზოგიერთ მშობელს უსაფრთხოებიდან გამომდინარე შვილის სკოლაში გაშვების ეშინია.“

მერკადო ამბობს, რომ „უნისეფი“ სირიის სხვადასხვა ქალაქებში 170-ზე მეტ სკოლის კლუბს კურირებს. ის ამბობს, რომ დაახლოებით 40 ათასზე მეტ ბავშვს ეხმარებიან, რომ მიიღონ სარეაბილიტაციო ხასიათის განათლება და ასევე მიიღონ მონაწილეობა გასართობ ღონისძიებებში.

„უნისეფი“ ცდილობს, რომ სირიელი ბავშვებიდან მილიონი მაინც უზრუნველყოს სკოლის მასალებით, რათა მათ განათლების მიღება შეძლონ, ხოლო 300 ათასზე მეტ ბავშვს ფსიქოლოგიური კონსულტაცია გაუწიონ.
XS
SM
MD
LG