ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იყენებს თუ არა კასეტურ ბომბებს სირიის მთავრობა


ანალიტიკოსები ერთ მიდგომაზე ვერ თანხმდებიან

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
სირიის მთავრობა აცხადებს, რომ ის ამბოხებულების და სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტურ ბომბებს არ იყენებს. თუმცა, უფლებადამცველი ჯგუფები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ ბობი არკვევდა.

აზაზი ჩრდილოეთ სირიის პროვინციაა. როგორც ექსპერტები ამტკიცებენ იანვარში სირიის მთავრობამ ამ რეგიონში სასიკვდილო იარაღი გამოიყენა. მოსახლეობის მტკიცებით, ავიაციამ ცხრა ერთეული მსხვილი ზომის კასეტური ბომბი ჩამოაგდო. ბომბებზე გაკეთებული რუსული წარწერა მიუთითებს, რომ აღნიშნული ჭურვები 30 წლის წინ დამზადდა. თითოეული ჭურვი 30 ცალ მცირე ზომის ბომბს შეიცავს, რაც მოწინააღმდეგეს მაქსიმალურ ზიანს აყენებს. მოჰამედ ბაქრი ადგილობრივი მოსახლეა.

„სახლებში ვიმყოფებოდით როდესაც თვითმფრინავის ხმა გავიგეთ. ზოგიერთი მინდორში გაიქცა. თვითმფრინავმა ეს ბომბები ჩამოყარა. ჩვენ ფერმერები ვართ. აქ არც ტერორისტები არიან და არც ამბოხებულები,“ - ამბობს მოჰამედ ბაქრი.

ადგილობრივების თქმით, მხოლოდ ერთი ბომბი აფეთქდა. ჭურვის ნამსხვერევბი დიდ მანძილზე გაიფანტა. ერთერთმა ნასხვრევმა ახლოს მდებარე სახლიც დააზიანა.

სირიის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ ისინი კასეტურ ბომბებს არ ფლობენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც რუსული ბომბების სირიისთვის გადაცემის შესაძლებლობა უარყო. კრის ჰარმერი ომის კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ ჩამოყრილი ბომბები კასეტური არ არის.

„ეს 81 მილიმეტრიანი, შესაძლოა 120 მილიმეტრიანი ჭურვებია. ეს ნამდვილად არ არის კასეტური იარაღი,“ - ამბობს ჰარმერი.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან სხვა ანალიტიკოსები. გლობალური უსაფრთხოების ჯგუფის ანალიტიკოსი ჯოზეფ ტრევიჩკი ამბობს, რომ ფოტოების მიხედვით აღნიშნული კასეტური ბომბების მიზანი ჯავშანტექნიკის დაზიანებაა და არა მოსახლეობის.

„ამის დანიშნულებაა, რომ მთავრობა ცდილობს შიში დათესოს ადგილობრივ მოსახლობაში და ანტისამთავრობო ელემენტებში, რაც შემდეგ მათზე შეტევის საშუალებას მისცემს,“ - ამბობს ტრევიჩკი.

დონატელა როვერო „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ წარმოადგენს. ის კასეტური ბომბების მონიტორინგს აწარმოებს. მისი თქმით, ამგვარი ჭურვების გამოყენებით ათობით ათასი ადამიანია მოკლული და დაშავებული.
გაეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სირიის მაღალჩინოსნების დანაშაული საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ უნდა შეისწავლოს. აზაზის პროვინცია სირიის სამთავრობო ძალებმა რამდენჯერმე დაბომბეს, მას შემდეგ რაც ეს რეგიონი ამბოხებულებმა დაიკავეს. ერთ დროს აქ 55 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად, მოსახლეობის 90 პროცენტი საკუთარი პროვინციიდან დევნილად არის ქცეული.
XS
SM
MD
LG