ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო


სერგეი ლავროვი: „ჩვენ არ ვაწარმოებთ არანაირ მოლაპარაკებას ასადის ბედთან დაკავშირებით“

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, რუსეთი არ აწარმოებს მოლაპარაკებას სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მომავალთან დაკავშირებით. ამით მოსკოვმა პასუხი გასცა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კრემლი სირიის ხელისუფლებიდან ასადის წასვლას ამზადებს. „ჩვენ არ ვაწარმოებთ არანაირ მოლაპარაკებას ასადის ბედთან დაკავშირებით,“ -განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა ასევე მიმართა იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს და ჩინეთს გაეროს რეზოლუციებზე ვეტოს დადების გამო აკრიტიკებენ. ლავროვის თქმით, ეს სახელმწიფოები „უსინდისოდ“ იქცევიან.
XS
SM
MD
LG