სირიის დედაქალაქ დამასკოს სამხედრო აეროპორტთან მომხდარ აფეთქებაში 10 ჯარისკაცი დაიღუპა და 10 დაიჭრა. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ სამიზნე მაზეჰის აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტი უნდა ყოფილიყო.
ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სირიელი ამბოხებულების შეიარაღების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. დასავლეთისკენ მიმართული გაფრთხილება მან პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის გვერდით მდგარმა გაახმოვანა. რუსეთი დიდი ხანია სირიის მთავრობას იარაღით ამარაგებს და ამ ქმედებას ადრე დადებული კონტრაქტებით ამართლებს.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მას აქვს მტკიცებულება სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ და ის ამბოხებულებისთვის დახმარების გაგზავნას გეგმავს. ვაშინგტონი არ აკონკრეტებს, თუ რა სახის დახმარებაზეა საუბარი.