ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ მსხვერპლია


ამბოხებულებს და სამთავრობო ძალებს შორის სროლა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ოთხშაბათს, სირიელმა ამბოხებულებმა დამასკოში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის სამხედრო თავდაცვის ქვეშ მყოფი რეზიდენციის წინ ორი დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. აფეთქებას უსაფრთხების დაცვის ოთხი წევრი ემსხვერპლა. პარალელურად გახსნილი სროლის დროს ირანელი ჟურნალისტიც დაიღუპა.

ბრიტანეთში ბაზირებული სირიელი ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიის განცხადებით, აფეთქების შემდეგ ამბოხებულებს და სამთავრობო ძალებს შორის სროლა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, დაპირისპირების დროს არმიის ოთხი დაცვის წევრი დაიღუპა, დაიჭრა 14, რომელთა შორის სამოქალაქო პირები და სამხედრო პერსონალიც არიან.
XS
SM
MD
LG