ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკოში სამხედრო ობიექტი ააფეთქეს


Syria Explosion
Syria Explosion

სირიის ინფორმაციის მინისტრმა აფეთქებაში საერთაშორისო ტერორისტები დაადანაშაულა

სირიის ხელისუფლების განცხადებით, დამასკოში სამხედრო ობიექტის აფეთქების შედეგად უშიშროების ოთხი თანამშრომელი დაიღუპა.

სირიის ინფორმაციის მინისტრმა აფეთქებაში საერთაშორისო ტერორისტები დაადანაშაულა. სირიის ხელისუფლების მტკიცებით, მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიჭრა.

ირანული ტელევიზიის განცხადებით, მისი კორესპონდენტი სნაიპერმა მოკლა დამასკოში, კიდევ ერთი ჟურნალისტი კი აფეთქების დროს დაშავდა.

ამ ბოლო დროს დამასკოში გახშირდა სირიის ოპოზიციის მიერ მოწყობილი აფეთქებები, რომლებიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არის მიმართული.
XS
SM
MD
LG