ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში უდანაშაულო მსხვერპლის რაოდენობა იზრდება


მოყვარულის ვიდეო კამერამ დააფიქსირა კადრები, რომლებზეც ასახულია შენობების ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანის პროცესი

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავები ალეპოს მშვიდობიან რაიონებს ბომბავენ, რამაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია.

მოყვარულის ვიდეო კამერამ დააფიქსირა კადრები, რომლებზეც ასახულია შენობების ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანის პროცესი.

მოწმეების განცხადების თანახმად საბრძოლო თვითმფრინავებმა მძიმე საავიაციო ბომბები ჩამოყარეს ალეპოში, რამაც გამოიწვია ამ შენობების ნგრევა.

სირიის ოპოზიციის განცხადების თანახმად, ალეპოს სამხრეთ რაიონში ორი შენობა დაინგრა. ბეირუთის ამერიკის უნივერსიტეტის პოლიტიკური მიმომხილველის ჰილალ ხაშანის განცხადებით:

„აქ კოლექტიურ სასჯელთან და მასობრივი ნგრევის მცდელობასთან გვაქვს საქმე. სირიული „მიგები“ არ გამოირჩევიან დიდი სიზუსტით და ამიტომ მთავრობა როგორც ჩანს განურჩევლად ბომბავს მშვიდობიან ობიექტებს.“

სირიის სამთავრობო ტელევიზიის მტკიცებით, ხელისუფლების ერთგულმა ჯარებმა ალეპოს დიდი ნაწილის გაწმენდა შეძლეს აჯანყებულთა ძალებისგან.

ტელევიზიით აჩვენეს სირიის არმიის ჯარისკაცები, რომლებიც სამთავრობო შენობებს ათავისუფლებენ და მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც მათ სიხარულით ხვდება.

ალეპოს ერთ-ერთი მაცხოვრებელი სამთავრობო ტელევიზიით კმაყოფილებას გამოთქვამს ხელისუფლების ერთგული ჯარების შემოსვლის გამო.

გაეროს მონაცემებით, წელიწადნახევრის განმავლობაში სირიაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად 260,000 ადამიანმა ქვეყნიდან გაქცევით უშველა თავს. 2,5 მილიონი ადამიანი კი, ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

გაეროს და არაბული ლიგის ერთობლივი წარმომადგენელი სირიაში, ლახდარ ბრაჰიმი გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე სპეციალური მოხსენებით წარსდგება ამ პრობლემასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG