ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში დიპლომატები სირიის ოპოზიციას ხვდებიან


უილიამ ჰეიგი სირიის ოპოზიციას სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

სამშაბათს ლონდონში 11 ქვეყნის დიპლომატი სირიის ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს ხვდება, რომლებიც მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში პრეზიდენტ ბაშალ ალ ასადის მონაწილეობას ეწინააღმდეგებიან.

სირიის მეგობრების ჯგუფთან შეხვედრამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ რაც უფრო გაგრძელდება სირიის კონფლიქტი, მით უფრო გადაიზრდება იგი რელიგიურ დაპირისპირებაში. ჰეიგმა ადგილობრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუშიც მოუწოდა სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთონ.

აღსანიშნავია, რომ სირიის ოპოზიციის სხვადასხვა ფრაქციებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რაც ამ პროცესის განვითარებას ხელს უშლის.

ოპოზიციის ლიდერები იმუქრებიან, რომ თუ პრეზიდენტი ასადი სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას მიიღებს, ისინი მოლაპარაკებებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

ბაშარ ალ ასადი თავის მხრიდან უარს ამბობს გადადგომაზე და ხელისუფლებაში დარჩენას 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გეგმავს. მას სავარაუდოდ იმედი აქვს, რომ არჩევნებზე სირიელი ხალხი მხარს დაუჭერს და იგი ხელისუფლებაში დარჩენას შეძლებს.
XS
SM
MD
LG