ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში სირიის საკითხებზე მსჯელობენ


სირიის ოპოზიციის მხარდამჭერი 11 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიზნად სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებას ისახავს

დღეს ლონდონში სირიის საკითხებზე საგანგებო სხდომა იმართება. სირიის ოპოზიციის მხარდამჭერი 11 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიზნად ქვეყანაში გაღრმავებულ კრიზისში პოლიტიკური დარეგულირების პროცესის დაწინაურებას ისახავს.

შეხვედრას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი მასპინძლობს. საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები წლობით გაჭიანურებული სამოქალაქო ომის გამო განადგურებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაზეც საუბრობენ. უილიამ ჰეიგის ოფისის განცხადებით, დიპლომატები მსჯელობენ იმაზეც, თუ რა გზებით უნდა მოხდეს დახმარების „მნიშვნელოვანი“ ზრდა იმ ძალებისთვის, რომლებიც სირიის პრეზიდენტ -ბაშარ ალ-ასადს- პოსტის დატოვებას სთხოვენ.
XS
SM
MD
LG