ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი დევნილების რაოდენობა 4 მილიონს აღემატება


დევნილთა უმეტესობა ქალაქ ქუსარს ტოვებს. ქალაქი სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულების მიერ მუდმივად იბომბება.

სირის სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის ქალაქ ქუსარში მიმდინარე ბრძოლების შედეგად მეზობელ ლიბანში დევნილთა ნაკადმა მოიმატა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ ბობი ლიბიან-სირის საზღვრიდან დეტალებს იუწყება.

დევნილთა ბანაკი პატარა ლიბანურ ქალაქ არსალში მდებარეობს, ქალაქი სირიის მთების გადაღმაა გაშენებული. აქ მყოფი დევნილთა უმეტესობა რამდენიმე დღეა, რაც ქალაქ ქუსარიდან ჩამოვიდნენ. სახლების დატოვება კი ქალაქში გააფთრებულმა ბრძოლებმა აიძულეს, რომელიც სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის მიმდინარეობდა. პრეზიდენტ ასადის არმიას ლიბანური მოძრაობა „ჰეზბოლას“ მებრძოლებიც ეხმარებოდნენ. ქუსარი სტრატეგიულ ტრასაზე მდებარეობს, რომელიც დამასკოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან აკავშირებს. მოჰამედ ალი დიაბი ამბობს,რომ მისი შვილი უმიზნოდ ნასროლმა ტყვიამ დაჭრა.

„რატომ დავტოვეთ სახლები? ორი წელია, რაც რეჟიმს ვებრძვით, რომელმაც დაანგრია ჩვენი სახლები, ამოძირკვა ხეები და დაგვიხოცა ბავშვები. ახლა კი ჰეზბოლა დაიხმარა და ჩვენ სახლებიდან გამოგვყარეს,“ - ამბობს ალი დიაბი.

66 წლის ჰასან ალ-ჰასანი ამბობს, რომ დევნილთა უმეტესობას სახლების დატოვება სწრაფად მოუხდა და მხოლოდ მცირე ბარგის წაღება შეძლეს თან.
„ერთ კარავში 2-3 ოჯახი ცხოვრობს. ერთმანეთზე წვანან. არ გვაქვს აბაზანა, არ არის წყალი. მალე აქ დაავადებები გავრცლდება,“ - ამბობს ალ-ჰასანი.

არსალის მერი ალი მოჰამედი ალ-ჰუჯარი ამბობს, რომ მის ქალაქში სადაც 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 24 ათასი დევნილი შეემატა. ამიტომ ქალაქს სასწრაფოდ ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

„რა დახმარებაც გვქონდა ყველაფერი გავანაწილეთ. ეხლა აღარაფერი გვაქვს. ლიბანის მთავრობა არ გვეხმარება,“ - ამბობს ქალაქის მერი.
მისი თქმით, ბანაკში ხანდახან მდგომარეობა იძაბება, რადგან გაუსაძლისი პირობებია, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობა დევნილთა გასაჭირს აცნობიერებს.

„ქალაქი მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილთა მიმართ კეთილგანწყობილია და ეხმარება შეძლებისდაგვარად. მათ იციან, რომ დევნილებს თან არაფერი აბადიათ,“ - ამბობს მერი.
ამ ადამიანტა დუდიდესი ნაწილი ტრავმირებულია იმ სურათით, რაც მათ ქუსრაში იხილეს. ისინი აცხადებენ, რომ ვიდრე მთების გადაღმა ომია, სახლებში არ დაბრუნდებიან.
XS
SM
MD
LG