დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის განცხადებით, სირიის მთავრობა სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება უცხო ქვეყნების დახმარებაზე, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ ვითარებას. შედეგად ქვეყანაში კრიზისის პოლიტიკური გზებით უსწრაფესად დასრულების საჭიროება დგება. მან ამის შესახებ იორდანიის დედაქალაქ ამანში განაცხადა, სადაც 11 ქვეყნის მაღალი დონის დიპლომატები სირიის საკითხზე მსჯელობენ და სამშვიდობო კონფერენციის გზებს განიხილავენ. კონფერენციის ორგანიზატორებს მომავალ თვეს სირიის ოპოზიციის და პრეზიდენტ ასადის მთავრობის წარმომადგენლების მოწვევა სურთ.
„თუკი რეჟიმი ფიქრობდა, რომ ისინი მხოლოდ სამხედრო გზით გაიმარჯვებდნენ და უკან დააბრუნებდნენ იმ ვითარებას რაც იყო, ვფიქრობ, რომ მათ საშინელი და კატასტროფული შეცდომა დაუშვეს. მათ სჭირდებათ პოლიტიკური გადაჭრა, რა ვითარებაც არ უნდა იყოს შექმნილი ადგილზე,“ - განაცხადა ულიამ ჰეიგმა.