ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში გლოვის დღეა


პრემიერ მინისტრმა საად ჰარირიმ და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვალიდ ჯუმბლათმა აფეთქებაში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაადანაშაულეს

ათასობით ლიბანელი შეიკრიბა ბეირუთში გმირთა მოედანზე დაზვერვის ოფიცრისადმი პატივისცემის ნიშნად, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავის შვიდ თანამებრძოლთან ერთად ააფეთქეს.

ბრიგადის გენერლის, ვისამ ალ-ჰასანის კუბოს ლიბანის დროშა ჰქონდა გადაფარებული. სამგლოვიარო ცერემონიას კარგად შეიარაღებული ლიბანის არმიის ჯარისკაცები იცავდნენ.

ლიბანელებს ქუჩაში გამოსვლისკენ ამ ქვეყნის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა საად ჰარირიმ მოუწოდა. ჰარირიმ და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვალიდ ჯუმბლათმა აფეთქებაში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაადანაშაულეს.

ლიბანის დღევანდელ მთავრობას პრემიერ მინისტრი, ნაჯიბ ნიკატი ხელმძღვანელობს, რომელსაც პრო-სირიული შეიარაღებული დაჯგუფება ხეზბოლა უჭერს მხარს.

დაკრძალვის შემდეგ აღშფოთებული ხალხი სირიის პრემიერ მინისტრის, ნაჯიბ ნიკატის რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდა, რომლებიც ჯარისკაცებმა ჰაერში სროლით და ცრემლსადენი გაზით შეაჩერეს.
XS
SM
MD
LG