ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სისხლისღვრა გრძელდება


სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად 36 000 ადამიანი დაიღუპა

სირიაში პარლამენტის სპიკერის ძმა მოკლეს. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ჯიჰად ლაჰამის ძმა, მუჰამედ ოსამა ლაჰამი საკუთარ მანქანაში გამოასალმეს სიცოცხლეს.

ორაშაბათს ჰამას პროვინციაში კამიკაძის მიერ მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად პრეზიდენტ ასადის მომხრე 50 ჯარისკაცი დაიღუპა.
სირიის ოპოზიციის განცხადებით, ეს თავდასხმა ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ალ-ნუსრას ფრონტის მიერ იყო ორგანიზებული.

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად 36 000 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG