ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ჰომსის ევაკუაცია დაიწყო


სირიული ქალაქი, სადაც ამბოხი დაიწყო და მას „რევოლუციის დედაქალაქსაც“ კი ეძახდნენ, სამთავრობო ძალების ხელში გადადის

სირიელი აქტივისტები და დამოუკიდებელი მონიტორები ადასტურებენ, რომ მძიმე ალყაში მყოფ ქალაქ ჰომსიდან რამდენიმე ავტობუსით დევნილთა გაყვანა დაიწყო. აქტივისტების თქმით, ავტობუსებში მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად მებრძოლებიც არიან.

ქალაქი, სადაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ამბოხი დაიწყო და მას „რევოლუციის დედაქალაქსაც“ კი ეძახდნენ, სამთავრობო ძალების ხელში გადადის. ჩრდილოეთის ალყაშემორტყმულ ქალაქებშიც ჰუმანიტარული დახმარების შეტანისთვის გზები გაიხსნა. აღნიშნული ოპერაცია ამბოხებულებს და სამთავრობო ძალებს შორის შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს. ასადის მომხრეებს ამბოხებულები ჰომსის დათმობას დაპირდნენ, თუკი ისინი ოპოზიციას ჩრდილოეთ პროვინციებში ალყიდან უსაფრთხო გასვლის უფლებას მისცემდნენ.
XS
SM
MD
LG