ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინფორმაცია ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ


სირიიდან ქიმიური ნივთიერებების 80 პროცენტი უკვე გაიტანეს ან ადგილზე გაანადგურეს

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აქვთ მინიშნებები იმის შესახებ, რომ ამ თვეში სირიაში, ამბოხებულების რაიონში მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები იქნა გამოყენებული.

თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯეი კარნიმ ორშაბათს თქვა, რომ დასავლეთით მდებარე სოფელ კაფრ ზიტაში სავარაუდო თავდასხმისას საწარმოო დანიშნულების ქიმიკატი, შესაძლოა ქლორი, იქნა გამოყენებული.

„ ჩვენ ვიკვლევთ ბრალდებებს, რომელთა მიხედვითაც ამაზე მთავრობა იყო პასუხისმგებელი. საბრძოლო მოქმედებისას ქიმიური იარაღის გამოყენების ყველა ბრალდებას ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით. ახლა იმის დასადგენად ვმუშაობთ, თუ რა მოხდა. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და ინფორმაციის გაზიარებას საკვანძო პარტნიორებთან, მათ შორის, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან.“ განაცხადა კარნიმ.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია გაეროსთან თანამშრომლობს, რათა სირიას ასეთი იარაღის გაცხადებული მარაგი მოაცილონ. ორგანიზაციამ ამ კვირაში განაცხადა, რომ ამ ქიმიური ნივთიერებების 80 პროცენტი ქვეყნიდან უკვე გაიტანეს ან ადგილზე გაანადგურეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივანმა ჯენ პსაკიმ ორშაბათს თქვა, რომ გასულ წელს სირიის მიერ გაცხადებულ, გასანადგურებელ ქიმიკატთა სიაში ქლორი არ იყო ჩართული.
XS
SM
MD
LG