ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უთანხმოება სირიის ოპოზიციაში


მთავარი ოპოზიციური გაერთიანება ევროკავშირს სირიელ ამბოხებულთა შეიარაღების დაწყებას სთხოვს

სირიის ოპოზიციაში უთანხმოებაა. ერთ-ერთი ფრაქცია უცხოეთში მოქმედ მთავარ ოპოზიციურ კოალიციას საზღვარგარეთ ქვეყნის ინტერესების დაუცველობაში დებს ბრალს. სირიის ოპოზიციური კოალიცია შეიარაღებაზე ემბარგოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირს სთხოვს სასწრაფოდ დაიწყოს ამბოხებულთა იარაღით მომარაგება.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში სირიის ეროვნულმა საბჭომ ევროკავშირს განუცხადა, რომ ეს შეუიარაღებელი მოსახლეობის დაცვისთვის არის აუცილებელი. ევროპის ქვეყნები, ისეთებიც კი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, რომლებიც ემბარგოს მოხსნას დაბეჯითებით ითხოვდნენ, სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონს სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობის უგულვებელყოფაში დასდო ბრალი. სერგეი ლავროვი გაეროს რეზოლუციის პროექტსაც აკრიტიკებს. მისი თქმით, პროექტი „ორმაგ სტანდარტებს“ ამკვიდრებს და საკითხის პოლიტიკური მოგვარების პროცესს კიდევ უფრო ართულებს. ევროკავშირი რუსეთს სირიისთვის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების მიყიდვაში ადანაშაულებს. მოსკოვი აცხადებს, რომ ამერიკის და ისრაელის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ კვირაში ის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს დამასკოში მოწინავე S-300 ტიპის რაკეტებს მიაწვდის.
XS
SM
MD
LG