ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ასადი გამარჯვების პირობას დებს


სირიის ქალაქ ალეპოსთვის გააფთრებული ბრძოლები გრძელდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სირიელი ამბოხებულების მიერ გატაცებული 48 ირანელი რევოლუციური გვარდიის ყოფილი წევრები არიან, დამასკოში კი როგორც პლიგრიმები ისე იმყოფებოდნენ. ირანის საგარეო უწყების შეფმა ალი აქბარ სალეჰიმ უარყო ვერსია, თითქოს გატაცებულ ირანელებს სირიასთან რაიმე სამხედრო კავშირი ქონდათ. სირიელი ამბოხებულები კი აცხადებენ, რომ ირანელები სირიაში სადაზვერვო მისიით იმყოფებოდნენ.
ამავდროულად, სირიის ქალაქ ალეპოსთვის გააფთრებული ბრძოლები გრძელდება. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო ამნისტიამ“ გაავრცელა თანამგზავრიდან გადაღებული კადრები, სადაც ასახულია დაბომბვების შედეგად დანგრეული ალეპოს უბნები. ამავდროულად, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა პირობა დადო, რომ მის ქვეყანას ტერორისტული ბანდებისგან გაწმენდს.
XS
SM
MD
LG