ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში 48 ირანელი დააკავეს


Iran's Revolutionary Guard

ირანის სახელმწფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გატაცებულები დამასკოში მოსალოცად იყვნენ ჩასული.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სირიელმა ამბოხებულებმა 48 ირანელი გაიტაცეს. გატაცებულები გუშაგთა რევოლუციური გვარდიის წევრები არიან. ისინი დამასკოში მოსალოცად იყვნენ ჩასული.

დღეს, ირანის ისნას საინფორმაციო სააგენტომ ალი აკბარ სალეჰის განცხადება დაიმოწმა. სალეჰიმ უარყო, რომ გატაცებულებს რაიმე სახის შეხება ჰქონდათ სამხედროებთან.

თავისუფალი სირიის არმიამ გატაცებულები "დაზვერვის მისიაზე" მყოფ პირებად შეაფასა.

ამ ფონზე, სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იტყობინება, რომ დღეს, ალეპოში შეტაკებები გრძელდებოდა.
XS
SM
MD
LG