ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლები სირიაში


სამთავრობო არმია ჩრდილოეთ რეგიონს უტევს

სირიის ოპოზიციის განცხადებით, სამთავრობო არმიამ თურქეთის საზღვართან ამბოხებულთა პოზიციები დაბომბა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ბრიტანეთში მოქმედმა სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა დღეს გაავრცელა ვიდეო სადაც ასახულია სამთავრობო არმიის შეტევა რაქას რეგიონზე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განხორციელდა იერიში. რეგიონში ძალადობა, ბოლო რამდენიმე კვირაში გაძლიერდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის კიდევ ერთი წევრი ოპოზიციის ძალების მხარეს გადავიდა.
XS
SM
MD
LG