ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ქრისტიანების ბედი


ქრისტიანები სირიაში შესაძლოა მეორე კატეგორიის მოსახლეობად გადაიქცნენ

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
შობის დღესასწაული ახლოვდება. სირიელი ქრისტიანები კი შობისთვის არ ემზადებიან. ამისთვის მიზეზი არსებობს. თუკი ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების მაგივრად ძალაუფლებას ხელში ისლამისტები აიღებენ, სირიელი ქრისტიანების ბედი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. დეტალებს ბეირუთიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი არკვევდა.
ლიბანში საშობაო სამზადისია. საშობაო განწყობა სირიიდან დევნილ ქრისტიანებში არ შეინიშნება. დანიელი სომეხი მართლმადიებელია. მან სირია სამი თვის წინ, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად დატოვა.
დანიელი ამბობს, რომ ის უნდა გაქცეულიყო, რადგან როგორც ქრისტიანს, მუსლიმთა საძმოს და ალ-ყაიდას მებრძოლებისგან დიდი საფრთხე ემუქრებოდა. დანიელის თქმით, ომამდე სირია საერო სახელმწიფო იყო, რომელიც რელიგიურ შემწყნარებლობას ეფუძნებოდა.
დანიელი ავტომობილების პროფილაქტიკაში მუშაობა, სადაც იყვნენ, როგოც ქრისტიანები ასევე მუსლიმები. რელიგია მათ შორის არ იყო დაპირისპირების ფაქტორი.
ეგვიპტის შემდეგ, სირია არაბულ სამყაროში ქრისტიანების რაოდენობით მეორე სახელმწიფოა.
ქამალ სიუფი ლიბანში ქრისტიანულ საქველმოქმედო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. მას ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანი მოსახლეობის ბედი ანაღვლებს.
„პრობლემა ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანაშია. მუსლიმთა რაოდენობა იზრდება, ქრისტიანების რიცხვი მცირდება. ძალაუფლებას ხელში მუსლიმები იღებენ,“ - ამბობს ქამალ სიუფი.
ქრისტიანები სირიის მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენენ. სამოქალაქო ომის შედეგად ყველაზე მეტად სწორედ ისინი წააგებენ. სიუფი შიშობს, რომ ქრისტიანები სირიაში მეორე კატეგორიის მოსახლეობად გადაიქცევიან.
ლიბანში სირიელი ქრისტიანების პოვნა ადვილი არ არის. ბევრი მათგანი ლიბანელ ნათესავებთან არის შეკედლებული. დანიელს ორი და ყავს. ლიდია ცდილობს სულით არ დაეცეს. ის შობისთვის მაინც ემზადება და ინდაურისგან საშობა კერძის დამზადებას აპირებს.
მათი ბევრი ნათესავი ჯერ ისევ სირიაშია და ქვეყანას ვერ ტოვებს. როგორც დანიელი ამბობს, მათი ოჯახი იმიტომ გადარჩა, რომ მისმა ბაბუამ საუკუნის დასაწყისში თურქეთი მანადე დატოვა, ვიდრე იქ სომეხთა მასობრივი მკვლელობები დაიწყებოდა. შვილებისთვის დანიელის საშობაო საჩუქარიც ის არის, რომ მისმა ოჯახმა სირიიდან მშვიდობით გამოაღწია.
XS
SM
MD
LG