ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამთავრობო ძალების მორიგი რეიდი


სირიის სამთავრობო ძალების მორიგი რეიდი
სირიის სამთავრობო ძალების მორიგი რეიდი

სირიელი აქტივისტების განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა მორიგი რეიდი განახორციელეს, რომელსაც სულ ცოტა 13 ადამიანი შეეწირა.

ბრიტანელი უფლებადამცველების ცნობით ძალადობას ქალაქ ჰომსის ბაბა ამრის უბანში ჰქონდა ადგილი. მთავრობის მომხრეებმა ოპოზიციას ავტომატური იარაღით ცეცხლი ამ დილით, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩასვლის დღეს, გაუხსნეს.

სირიაში 50 დამკვირვებელი არაბულ ლიგასთან მოწერილი ხელშეკრულების თანახმად ჩადის. საფრანგეთის მთავრობა სირიულ ოპოზიციას ეთანხმება და აცხადებს, რომ დამკვირვებლებმა ხვალამდე არ უნდა მოიცადონ და ქალაქ ჰომსში დღესვე უნდა ჩავიდნენ.

გაეროს მონაცემებით სირიაში ბოლო 9 თვის მანძილზე განხორციელებულ ძალადობას 5 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. სირიის ხელისუფლება ამ ყოველივეს გაუგებარ "შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს" აბრალებს და აცხადებს, რომ იმავე პერიოდში 2 ათასზე მეტი უსაფრთხოების ძალებში მომუშავე ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG