ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დაძაბულობაა


ინსპექტორების ჯგუფს, რომელიც სირიაში ქლორის გაზის გამოყენების ბრალდებას იძიებს, თავს დაესხნენ, თუმცა ამ მისიის საზედამხედველო ორგანიზაციის ცნობით, ისინი „უსაფრთხოდ და კარგად“ არიან.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიების ჯგუფის ექვსი წევრი და ხუთი სირიელი მძღოლი „ტერორისტებმა“ ჰამას პროვინციაში თავდასხმის შემდეგ გაიტაცეს. სირიის მთავრობა ამბოხებულებს ტერორისტებად მოიხსენიებს.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, თავის განცხადებაში, სირიაში ყველა მხარეს მოუწოდებს, ინსპექტორებს უსაფრთხო მუშაობის საშუალება მისცენ.
XS
SM
MD
LG