ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრანტებს სირიაში ცეცხლი გაუხსნეს


დემონსტრანტებს სირიაში ცეცხლი გაუხსნეს
დემონსტრანტებს სირიაში ცეცხლი გაუხსნეს

სირიის სამთავრობო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრაციის მონაწილეებს, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი ადამიანი. ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები სირიაში უკვე მეხუთე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს.

თვითმხილველების თქმით, ქალაქ დარაში ხელისუფლებამ მძიმე სამხედრო შეიარაღება და ათობით ჯარისკაცი შეიყვანა.

ასევე მკაცრად კონტროლირდება დედაქალაქი დამასკოს გარეუბნებიც.

დღეს იორდანიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სირიამ საზღვარზე მოძრაობა აღკვეთა, თუმცა სირიის ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს.

XS
SM
MD
LG