ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სადამკვირვებლო ჯგუფი: სირიაში ზარინი გამოიყენეს


ქიმიურ იარაღზე დაკვირვების საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ სირიაში მომხდარ სისხლიანი თავდასხმისას ნერვული გაზი „ზარინი“ იქნა გამოყენებული.

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია ამბობს, რომ ფაქტების მოძიების მისიამ დაადგინა, 4 აპრილს, სირიის ხან-შეიხანში მომხდარი თავდასხმისას „ზარინი“-ს გამოყენება მოხდა.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის და გაეროს ერთობლივი გამოძიება დაადგენს, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი თავდასხმაზე, რომელმაც 87 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები იმსხვერპლა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს გამოძიებას, რომელიც მიუკერძოებლად და უაღრესად პროფესიულად ჩატარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG