ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სირიაში მსხვერპლი იზრდება


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ოთხი მოქალაქე დაიღუპა სირიის დეირ ალ-ზურის პროვინციაში დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შეტაკებებში. უფლებადამცველი ორგანიზაცია „სირიული ობსერვატორიის“ მიხედვით, უკანასკნელ კვირაში რამდენიმე მსგავსი შეტაკება მოხდა, რასაც, სირიის სამთავრობო ძალების 80-მდე მებრძოლი შეეწირა.

ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის შემდეგ, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ მოქმედებებში ჩაერთო, 90-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია დაღუპული.

სირიის მკვლევარი დევიდ ლესქი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების ზეიმი ნაადრევი იყო. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებში მსხვერპლის ზრდის გამო, პუტინი ასადისგან ომის დასრულებას ითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG