ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მთავრობა თანახმაა მონაწილეობა მიიღოს კონფერენციაში.


კონფერენცია ივნისში ჟენევაში უნდა გაიმართოს

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, სირიის მთავრობა პრინციპში თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დასაწყისისთვის აუცილებელია განისაზღვროს სირიის ოპოზიციის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეთა ვინაობა.

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა სირიასთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას დაუჭირეს მხარი, რომელიც ივნისში ჟენევაში უნდა გაიმართოს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამ საკითხთან დაკავშირებით პარიზში გამართავენ მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG