ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიამ, რუსეთთან ერთად, მეამბოხეებზე საჰაერო იერიში მიიტანა


სირიის და რუსეთის სამხედრო ძალებმა სირიის მთავრობის მეთაურობით ქვეყნის სამხრეთ-დასაავლეში, იორდანიასთან საზღვარზე ძლიერი საჰაერო იერიში მიიტანეს.

თავდასხმის სამიზნე დარაიას პროვინცია იყო. ამ იერიშს წინ უძღოდა წარუმატებელი მოლაპარაკებები რუსულ მხარესა და მეამბოხეებს შორის. სამხeდრო მოქმედებები რეგიონში 19 ივნისს დაიწყო, რის შედეგადაც რეგიონი 300 000-მდე ადამიანმა დატოვა.

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია „სირიული ობსერვატორია“ აცხადებს, რომ ბოლო 15 საათის განმავლობაში 600 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ოპოზიციონერი აქტივისტები აცხადებენ, რმ დაღუპულია ათეულობით ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG