ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშვიდობო მისიის ბედი სირიაში


სამშვიდობო მისიის ბედი სირიაში
სამშვიდობო მისიის ბედი სირიაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიანიშნა რომ ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სირიაში, ძალაში იქამდე შევა, სანამ სამშვიდობო ძალების დისლოკაცია მოხდება:

„არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშიდობო მისიის გაგზავნა გადაწყვიტეს სირიაში. ეს მისია არაბული ლიგისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივ ძალას წარმოადგენს,-“ განაცხადა ლავროვმა.

თუმცა მან ასევე დასძინა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სათანადო შესწავლა სჭირდება იქამდე, სანამ სამშვიდობო ძალები გაიგზავნება სირიაში:

„ჩვენ ვსწავლობთ ამ ინიციატივას და გვჯერა რომ არაბული ლიგის მეგობარი ქვეყნებიდან მეტ ინფორმაციას მივიღებთ ზოგიერთ საკითხზე.“

რუსეთი, დასავლეთს, სირიაში, ბაშარ-ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არასდროს ეთანხმებოდა. რუსეთი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მხოლოდ დიალოგის დაწყების მომხრე იყო.

ბატონი ლავროვის თქმით:

„მშვიდობა დიალოგის გარეშე წარმოუდგენელია. სამშვიდობო ძალები, როგორც ამას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღწერს, მშვიდობის განვითარებას უწყობს ხელს; არადა უმთავრესი ჯერ მშვიდობიანი ვითარების შექმნაა და მერე მისი მხარდაჭერა.“

ლავროვმა ისიც აღნიშნა რომ სირიის მთავრობის შეარაღებულ მოწინააღმდეგეებს გაუჭირდებათ ძალადობის შეჩერება, რადგან მათ სათანადო მექანიზმი არ ააქვთ შემუშავებული.

სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს ეროვნული უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც არაბული ლიგისა და დასავლეთის ინიციატივას უჭერდა მხარს, ვეტო დაადო. ბატონმა ლავრომა ამ ყველაფერს მხოლოდ ცალხრივი ზომები უწოდა.

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, რუსეთი სირიის მოკავშირეა. რუსეთი სირიაში იარაღის გაყიდვითაა დაკავებული და საზღვაო ბაზებს ინარჩუნებს.

ლავროვმა სირიის საკითხი, გაერთიანებული არაბული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრთან - შეიხ აბდულა ბინ ზაიდ ალ ნაჰინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


XS
SM
MD
LG