ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სირიის მეგობრები" ყატარში ხვდებიან


მხარეები სამხედრო დახმარების კოორდინაციის საკითხებს შეაჯრებენ

სირიის ოპოზიციის მხარდამჭერი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები დოჰაში შეიკრიბნენ, რათა შეეჯერებინათ სამხედრო დახმარების კოორდინაციის საკითხები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ჯონ კერის განცხადებით, კონფლიქტის პოლიტიკური მეთოდებით გადაწყვეტა კვლავ პრიორიტეტულია.
ყატარის პრემიერ მინისტრმა შეიხ ბინ ჯასიმ ალ თანიმ თავის მხრივ დასძინა, რომ ასადის მხარდამჭერი ძალების გამარჯვება ბრძოლებში ნათელყოფს, რომ ოპონენტების მხრიდან ადგილი აქვს არასაკმარის ძალისხმევას.

პრემიერ მინისტრი შეიხ ბინ ჯასიმ ალ თანი დოჰაში აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ეგვიპტის, იტალიის, იორდანიის, ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, თურქეთის და გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრებს მასპინძლობდა. ყველა ზემოჩამოთვლილი სახელმწიფო სირიის ოპოზიციას უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG