ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა ყატარში


ჯონ კერიმ და ყატარის პრემიერმა სირიის საკითხზე განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს

ყატარის დედაქალაქ დოჰაში სირიის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე ყატარის პრემიერ-მინისტრმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განსხვავებული მიდგომები დააფიქსირეს. ყატარის პრემიერმა შეიხ ჰამად ბინ ჯასიმმა განაცხადა, რომ სირიის კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა, ეს არის ძალის ჩვენება. ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გადადგამს ნაბიჯებს სირიელი ამბოხებულების დასახმარებლად, თუმცა ვაშინგტონს სჯერა, რომ კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებაა.
„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, რათა სირიელ ხალხს მიეცეს საკუთარი ქვეყნის მომავლის არჩევის შესაძლებლობა და ყველა უმცირესობის უფლება იყოს დაცული,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.
დღეს ყატარის დედაქალაქ დოჰაში ე.წ სირიის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმარათა, სადაც კონფლიქტის დასრულების გზებზე იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG