ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასმუსენი სირიის ხელისუფლებას აფრთხილებს


რასმუსენი-ქიმიური იარაღის გამოყენებას საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაქცია მოჰყვება

ნატოს გენერალური მდივანი სირიის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაქცია მოჰყვება.
ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა სრულიად მიუღებელია ალიანსისთვის.
ეს განცხადება ბატონმა რასმუსენმა ნატოს მინისტერიალის წინ გააკეთა, რომელზეც თურქეთის მოთხოვნას განიხილავენ სირიის საზღვართან ჰაერსაწინაღო „პატრიოტის“ რაკეტების დამონტაჟების შესახებ.
ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მკაცრად გააფრთხილა პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომ სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება საბედისწერო შეცდომა იქნება, რომელიც მძიმე შედეგებს გამოიწვევს.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამასკო ქიმიურ იარაღს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG