ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას და პუტინს წინ რთული საუბარი ელით


დიდი რვიანის შეხვედრის წინ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სირიის ოპოზიციის დახმარებაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

მომავალ კვირას, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამას და მის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს შორის რთული საუბარი შედგება, ვაშინგტონის მიერ სირიის ოპოზიციის შეიარაღების გეგმასთან დაკავშირებით.

ჩრდილოეთ ირლანდიაში, დიდი რვიანის შეხვედრის წინ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სირიის ოპოზიციის დახმარებაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ვაშინგტონმა სირიელი მეამბოხეების დახმარების გადაწყვეტილება, ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დადასტურების შემდეგ მიიღო.
XS
SM
MD
LG