ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას გადაწყვეტილება


გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბაშარ ალ ასადის მთავრობა ოპოზიციასთან ბრძოლაში უპირატესობას აღწევს

ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბარაკ ობამა მიმდინარე კვირას მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ მისცეს თუ არა იარაღი სირიის ოპოზიციას. გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბაშარ ალ ასადის მთავრობა ოპოზიციასთან ბრძოლაში უპირატესობას აღწევს. ასადს ირანი და ლიბანური გასამხედროებული ჯგუფი ჰეზბოლა და რუსეთი ეხმარებიან.

ასადის შეიარაღებული ძალები სავარაუდოდ იერიშს გეგმავენ ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ სტრატეგიულ ქალაქ ჰომსზე, რომლის დაცემაც ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ისრაელსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტი გადადო თეთრ სახლში სირიის თემაზე დანიშნულ რამდენიმე დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG