ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სამშვიდობო შეთანხმება ძირითადად შენარჩუნებულია


გაეროს შუამდგომლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების მომდევნო რაუნდის წინ, სირიაში სამშვიდობო შეთანხმება, უმეტესად ძალაში რჩება. მოლაპარაკებაში მონაწილეობას სირიის მთავრობის და ამბოხებულთა დაჯგუფებების წევრები იღებენ.

მონიტორი ორგანიზაცია “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია” დღეს აცხადებს, რომ სირიის სამხრეთში ძალადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა, მასშტაბური საომარი ოპერაციები არ განხორციელებულა.

სამშვიდობო მოლაპარაკების მომდევნო რაუნდის თაობაზე შეთანხმება ჰამბურგში ჩატარებული დიდი ოცეულის სამიტზე მოხდა. მართალია, სამიტს არც სირიის მთავრობის და არც ოპოზიციის წარმომადგენლობა ესწრებოდა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელმა სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც “საფუძველს ჩაუყრის სამშვიდობო რეზოლუციას”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG