ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო კოალიციამ სირიის ქალაქ რაქაში კედელი გაარღვია


შეერთებული შტატების დახმარებით, საერთაშორისო კოალიციის მებრძოლმა ძალებმა სირიის ქალაქ რაქას ირგვლივ შემორტყმული კედელი გაარღვიეს. დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დეფაქტო დედაქალაქის წინააღმდეგ იერიში უკვე ერთი თვეა გრძელდება.

ორშაბათს, ამის თაობაზე განცხადება გააკეთა საერთაშორისო კოალიციის პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა რაიან დილონმა. “დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსგან” განსხვავებით, რომელმაც პალმირას ნანგრევები და ალ-ნურის მეჩეთი გაანადგურა, რომელიც რაფიქის კედელს, საავადმყოფოებს, სკოლებს და მეჩეთებს იარაღის საწყობად და საბრძოლო პოზიციისთვის იყენებს, კოალიციის ძალები დიდ ძალისხმევას დებენ იმაში, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან და ეს ძეგლები მომავალ თაობებს შემოუნახონ” - განაცხადა პოლკოვნიკმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG