დღეს დღის ბოლოს ამოქმედდება შეთანხმება, რომელმაც სირიაში კონფლიქტი უნდა შეაჩეროს.
შეერთებული შტატების და რუსეთის მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად სამხედრო ოპერაციები სირიის მთავრობამ და მეამბოხე დაჯგუფებებმა უნდა შეწყვიტონ.
სირიის მთავრობამ ასევე უნდა შეწყვიტოს საჰაერო იერიში ნუსრას სამხედრო დაჯგუფების წინააღმდეგ. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ამ შეტევების სამიზნე ხშირად ოპოზიციონერი მებრძოლები ხდებიან და მათი მთავარი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაა.
სამშვიდობო შეთანხმებების უმრავლესობის მსგავსად, ამ შეთანხმებამ თავდაპირველად 48 საათს უნდა გასტანოს. თუ შეთანხმება კვირაზე მეტს გასტანს, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა „ნუსრას“ და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივი კამპანია უნდა დაიწყონ.