სირიის ოპოზიციამ დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი თავის მომავალ სამიზნედ გამოაცხადა. აჯანყებულთა მეთაურის განცხადებით, აეროპორტი ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში დამასკოს გარეუბნებში კიდევ უფრო გამძაფრდა ბრძოლები ასადის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.
სირიის არმიამ დედაქალაქის ორი გარეუბანი დაბომბა, სადაც მეამბოხეები იყვნენ გამაგრებულნი. ოპოზიცია შიშობს, რომ ასადის ერთგული ჯარები ამ უბნებზე ფართომასშტაბიან შეტევას ამზადებენ.