ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიციის მხარდაჭერის ინიციატივა


ჯონ კერი - სირიის ოპოზიციას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება

სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს რომ, სირიის ოპოზიციას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება იმისათვის, რომ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დანებდეს. ვაშინგტონი უკვე განიხილავს სირიელი ამბოხებულებისთვის სამხედრო დახმარების საკითხს. ჯონ კერიმ სირიის საკითხზე საფრანგეთში ვიზიტის დროს ისაუბრა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორენ ფაბიუსთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერნციაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სირიის თემაზე ისაუბრა. მისი თქმით სირიის საკითხი მშვიდობიანი პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს, თუმცა ამისათვის საჭიროა პრეზიდენტ ბაშარ ალ -ასადის თანხმობაც.
„ჯონ კერი აცხადებს რომ სირიის პრეზიდენტს უნდა ესმოდეს რომ საკუთარ თავს სამარე არ უნდა გაუთხაროს და ჩვენ ის ამაში უნდა დავარწმუნოთ. კერის თქმით, ისინი ოპოზიციასთან ერთად მუშაობენ ამ მხრივ რათა დაეხმარონ რომ ერთობლივი ძალებით მიაღწიონ მიზანს.“
გავრცელებული ინფორმაციით, ობამას ადმინისტრაცია მუშაობს საკითხზე, რომ ზოგიერთ სირიელ მეამბოხე დაჯგუფებას ამერიკამ პირდაპირი სამხედრო დახმარება გაუწიოს, რაც სირიის კონფლიქტის მიმდინარეობის დროს არასდროს მომხდარა. ვაშინგტონი შიშობს, რომ ეს დახმარება არ აღმოჩნდეს რადიკალი ისლამისტების ხელში .
კერის ეს ინფორმაციები არ დაუდასტურებია, თუმცა მიანიშნა იმაზე რომ, ვაშინგტონის სურვილია ჰუმანიტარული ხასიათის დამხარება გაუწიოს სირიის მოსახლეობას იმის მიხედვით თუ რა სჭირდებათ მათ - რაც იქნება ალტერნატივა ექსტრემისტებისგან განსხვავებით.
ჯონ კერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ, დახმარება მიიღონ ადამიანებმა და ნელ-ნელა გათავისუფლდნენ რეჟიმისგან. თუმცა ეს საკმარისი არ არის. კერის თქმით, ისინი ასევე სირიის ოპოზიციურ კოალიციას დახმარებას გაუწევენ“.
ჯონ კერი სირიის საკითხს რომში ვიზიტისას დაუბრუნდება, როდესაც სირიის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება. მოსალოდნელია რომ შეხვედრას სირიის ოპოზიციის ლიდერი მუაზ ალ-ხატიბიც დაესწროს, თუმცა მანამდე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასათანადო ყურადღების გამო მის ბოიკოტირებას აპირებდა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფაბიუსი ამბობს , რომ ალ-ხატიბმა რამდენიმე საინტერესო წინადადება წამოაყენა. ასევე რომის შეხვედრას შესაძლოა კარგად წაადგეს მოსკოვში დაგეგმილი ასადის წარმომადგენლის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან.
„ფაბიუსი აცხადებს, რომ მათ ყველაფერი იღონეს რაც მათ ძალებშია იმისათვის რომ ახალ ეტაპზე გადავიდნენ. ყველა თანხმდება, რომ ბაშარ ალ-ასადი უდნა წავიდეს.“
კერის ვიზიტი საფრანგეთში რომელიც ითვალისწინებდა პრეზიდენტ ოლანდთან შეხვედრასაც, საინტერესო იყო ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გამოც. ორდღიანი შეხვედრა თეირანსა და მსოფლიოს 6 ლიდერ ქვეყანას შორის უკვე ყაზახეთში გაგრძელდა.
კერი აცხადებს რომ ამერიკა ისევ მზადაა ირანთან ბირთვულ პროგრამაზე ორმხრივი დიალოგი აწარმოოს.
მისი თქმით , პრეზიდენტმა ობამამ ნათლად განაცხადა რომ იგი ორმხრივი დიალოგის აუცილებლობის ერთგული რჩება. ამ თემამ თავიდან წამოიწია მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს როდესაც ამერიკის პრეზიდენტად იგი ხელმეორედ აირჩიეს“.
რომის შემდეგ ჯონ კერის ვიზიტი გრძელდება თურქეთში მას მოსდევს ეგვიპტე, ადა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები.
XS
SM
MD
LG