ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი სირიის საკითხს განიხილავს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დღეს საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს ხვდება. განსახილველ საკითხთა შორის სირიაში შექმნილი ვითარებაც არის. შეერთებული შტატებიც და საუდის არაბეთის „სირიის მეგობარი ქვეყნების“ რიცხვში შედიან. ამ ჯგუფის შეხვედრა შაბათს გაიმართა, სადაც გადაწყდა დამატებითი დახმარების გაწევა სირიელი ამბოხებულებისთვის, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასამხობად იბრძვიან. საუდის არაბეთი სირიელ ამბოხებულებს იარაღით ეხმარება. ახლა უკვე შეერთებულმა შტატებმაც განაცხადა, რომ არალეტალურ დახმარებასთან ერთად ამბოხებულებს იარაღს მიაწვდის.
თუმცა, შაბათს გამართულ შეხვედრაზე ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკება სირიის კონფლიქტის დასრულებისთვის საუკეთესო გზა იქნებოდა. ასევე დღეს, ჟენევაში შეერთებული შტატების, რუსეთის და გაეროს ოფიციალური პირები იკრიბებიან და სირიის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის ჩატარების გეგმას განიხილავენ.
XS
SM
MD
LG