ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთი სირიის საკითხზე რეზოლუციას ამზადებს


დასავლეთის ქვეყნები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოსავალს აქტიურად ეძებენ

დიდი ბრიტანეთი გაეროში სირიის საკითხებზე რეზოლუციის შეტანას გეგმავს, რომელიც ქიმიური იარაღისგან „სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისთვის აუცილებელი ზომების გატარებას“ ითხოვს. შეერთებული შტატების, საფრანგეთის, რუსეთის, ჩინეთის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოსავალს აქტიურად ეძებენ. შეერთებულ შტატებს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტში ეჭვი არ ეპარება. პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას სირიის საკითხებზე დღე-დღეზე ელიან. რუსეთი გაეროს რეზოლუციას „ნაადრევად“ აფასებს და დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს გაეროს ინსპექტორების დასკვნას დაელოდოს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ სირიაში მივლენილმა ინსპექტორებმა დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის შესწავლის განახლება დღეს გააგრძელეს. მთელი ამ კვირის მანძილზე მათ მხოლოდ მეორედ მოახერხეს ინციდენტის ადგილზე გასვლა. გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის განმარტებით, ინსპექტორთა გუნდს დასკვნის გაკეთებისთვის სულ ცოტა 4 დღე დასჭირდება.
XS
SM
MD
LG