ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოცხადდება თუ არა სირია არასაფრენ ზონად?


რეჯებ ტაიპ ერდოღანი სირიის არასაფრენ ზონად გამოცხადებაში ამერიკის მხარდაჭერას აპირებს

თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი სირიის არასაფრენ ზონად გამოცხადებაში შეერთებული შტატების მხარდაჭერას აპირებს. ტელეკომპანია NBC -ის საინფორმაციო სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ერდოღანმა დასძინა, რომ დამასკომ ქიმიური იარაღის გამოყენებით უკვე დიდი ხანია გადაკვეთა ე.წ. "წითელი ხაზი" რომლის თაობაზეც პრეზიდენტი ბარაკ ობამა საუბრობდა.
არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში ასადის რეჟიმს აეკრძალება საჰაერო თავდასხმების განხორციელება მეამბოხეთა სამიზნეებზე. ეს იქნება ამერიკის მიერ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მისამართით წნეხის განსახორციელებლად მიმართული ერთ-ერთი ეფექტური ძალისხმევა.
XS
SM
MD
LG